შაბათი, მაისი 18, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვაცნობილია მერვე კლასელის ვინაობა, რომელმაც ბოლნისში იმშობიარა - ნახეთ დეტალები

ცნობილია მერვე კლასელის ვინაობა, რომელმაც ბოლნისში იმშობიარა – ნახეთ დეტალები

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა.

ინფორმაციას ადგილობრივი რადიო „მარნეული“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისათვის ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ ინფორმაცია ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც არასრულწლოვანმა იმშობიარა.

14 წლის გოგოს მშობიარობის შესახებ ინფორმაცია აქტივისტმა თოზუ გულმამედლიმ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა.

„ადგილობრივების თქმით, ბოლნისის რაიონი სოფელ ნახიდურში, ნაადრევი ქორწინების მსხვერპლმა მე-8 კლასის მოსწავლემ იმშობიარა.

საქმეს იძიებს შსს.

აშკარად ჩანს, რომ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი ბავშვების დასაცავად” – წერს გულმამედლი ფეისბუკზე

არასრულწლოვნის მშობიარობის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ დაუდასტურა „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ თავმჯდომარე სამირა ისმაილოვამაც.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!