აიოვაში მცხოვრებმა მამაკაცმა, რომელმაც მოკლა 10 წლის ბრეასია ტერელი, უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. ბავშვის ნაშთები 2021 წელს ტბაში იპოვეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერა.
ბრეასია 2020 წლის 10 ივლისს გაუჩინარდა. თავიდან გოგონას გატაცებაში სხვა მამაკაცი დასახელდა, თუმცა მას არანაირი ბრალი არ წაუყენეს.
ადგილობრივი და ფედერალური ხელისუფლება დაკარგული გოგონას თვეების განმავლობაში ეძებდა. გოგონა მხოლოდ 2021 წლის მარტში იპოვეს მეთევზეებმა, რომლებიც ტბაში თევზაობდნენ. გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ გოგონა დახვრიტეს.
პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ მამაკაცმა ბავშვი მიიყვანა იმ ადგილას, სექსუალურად იძალადა და შემდეგ მოკლა. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, რომ კაცმა ბავშვზე სექსუალურად იძალადა.
ფოტო პირობითია