დარე ლაცუზბაია პროფესიით ფილოლოგი, მსახიობი, რომელიც წლების წინ საზოგადოებამ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებით“ გაიცნო, გარდაიცვალა. ქალბატონი დარე ბოლო 15 წლის მანძილზე სიმსივნეს ებრძოდა. სამი წლის წინ, ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბობდა, რომ ვერაგი სენი დაამარცხა.
დარე სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” კულტურის მინისტრის – ირინა კუპრავას როლს თამაშობდა. ის ყოველთვის ბედნიერი იყო საკუთარი ეპიზოდური როლით და უხაროდა, რომ ხალხისთვის საყვარელ სერიალში თამაშობდა.