2023 წლის 21 სექტემბერს, ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმსახური, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის წმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გაბრიელ ბურჭულაძე გარდაიცვალა, – ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას „საპატრიარქოს უწყებანი“ ავრცელებს.
დეკანოზი გაბრიელი დაიკრძალება კვირას, 2023 წლის 24 სექტემბერს, ამავე ტაძრის ეზოში. „უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლადშესვენებული დეკანოზი გაბრიელი.“ – წერს გამოცემა.