ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან…“ – ამ სიტყვებს ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი მოცეკვავეებს ეუბნება. ვიდეოს სოციალურ ქსელში ანსამბლის ოფიციალური გვერდი ავრცელებს… აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. უამრავმა ადამიანმა გააზიარა, რომლებიც წერენ, რომ ანსამბლის ხელმძღვანელი მოცეკვავეებს უყვირის და შეურაცხყოფას აყენებს…
– ჩვენთან არამარტო გარეგნობას აქვს მნიშვნელობა, სიგამხდრეს, სიმაღლეს, გასაგებია, შეიძლება დაბალი ბიჭი იყოს „ტრიუკაჩი“ და ეს მოსულა და რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელობა აქვს ტექნიკურობას და ცეკვის ცოდნას. ასევე ჩაცმა უნდა იცოდეს. ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან… საშუალო მოცეკვავე აქ არ მინდა… 4 წუთი არის მაქსიმუმი, ძალიან ბევრი რომ გამოიცვალო, საკმარისი დროა. ორწუთნახევარში იცვლის ხალხი, ილოურში და სამაიაში, როცა საჭიროა.
ვაქვეყნებთ კომენტარებს, რომლებითაც მომხმარებლები სოციალურ ქსელში ვიდეოს ეხმაურებიან:
“ჩემმა შვილმა ცეკვაზე სულ რამდენიმე კვირა იარა. სულ პატარაობიდან ძალიან უყვარდა კვანწები ( ვისაც ერთხელ მაინც გინახავთ მისი ზახარა პაპა, მიხვდებით რაზე ვლაპარაკობ). მივიყვანე სკოლასთან არსებულ ქართული ცეკვების წრეზე, რომელსაც მისი კლასელის პაპა ხელმძღვანელობდა…. ცოტა ხანში დავატყვე, რომ არ მიუხაროდა ცეკვაზე და ჩავუთვალე “დისციპლინასთან მიუჩვევლობაში”…. რას ვიფიქრებდი, რას ნიშნავდა ამ “შინაური კაცის” დისციპლინა.
ერთ დილას ჩუსტები სახლში დაგვრჩა და ვუთხარი, არა უჭირს, ისეთი “ბალეტკები” გაცვია, არ იქნება პრობლემა-თქო და აი, მანდ დაიწყო ტირილი. არაო, მე იქ ჩუსტების გარეშე ვერ შევალ, იმიტომ რომ როცა ბავშვებს რამე ავიწყდებათ, ან ეშლებათ, მასწავლებელი იგინება და ჯოხით ურტყამსო… სამწუხაროდ, არაფერი მითქვამს არც იმ “ქორეოგრაფისათვის” და არც სკოლისთვის. მოვკიდე ხელი ჩემს ნანოს და წამოვიყვანე ცეკვის წრიდან. ჰო და ასე, გაიზარდა ჩემი შვილი ზაქრო პაპას დოლზე დაკრულზე ნასწავლი კვანწების იმედად. ვერც ერთ დარბაზში ვერ მოხდება ისეთი დიდებული და მნიშვნელოვანი რამ, რაც ბავშვების ცრემლების, ანდა დიდების შეურაცხყოფის ფასად ღირდეს”.
“ზრდასრულ ადამიანებს თავზე ჩხავილის და შეურაცხყოფის გარეშე ვერ აგებინებს საქმეს? და ამ ყველაფრის ტაშის მკვრელებს მერე გიკვირთ, სამსახურებში ცუდად რატომ გექცევათ უფროსი?“
“უზნეობაა ერთი მხრივ, წუწუნებდე შრომის ბაზარზე არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე და დამსაქმებლების თავხედობაზე, მეორე მხრივ, ამ ვიდეოს ქვეშ ხატავდე გულებს და მოგწონდეს, როგორ შეურაცხყოფენ ზრდასრულ ადამიანებს.“
“და ცეკვის მასწავლებელი დღემდე ურტყამენ სახაზავს ბავშვებს ფეხებზე?“
“მსუქნები და მოუქნელები ვცეკვავთ რესტორანში, მეგობრის დაბადების დღეებზე. სუხიშვილები სუხიშვილებია და კი, ოდითგანვე აქცევდნენ ეგენი ყურადღებას წონას და გარეგნობას ცეკვის ტექნიკასთან ერთად…“
“სანამ ასეთებს ტაშს ვუკრავთ და “ვგულავთ” სცენაზე განარნარებული თვალის სიამოვნებისთვის და იქ მდგომი ადამიანების სტრესზე არ ვფიქრობთ, დამცირება და სრული “ბულინგი” რომ ზიანს აყენებს ადამიანებს, მანამ “საბჭოთა” მენტალობის ხელმძღვანელები სულ წახალისებული იქნებიან და ამ მიდგომით ივლიან. კარგ საქმეს აკეთებს, არასწორი მიდგომით. არანაირი შედეგი არ ამართლებს ამ ტონს!”