პარასკევი, მაისი 17, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოებამაპატიე...ჩემო ძმაო, ყველას ტკივილო… რა ვთქვა არ ვიცი… - ნინი შერმადინი უმძიმეს...

მაპატიე…ჩემო ძმაო, ყველას ტკივილო… რა ვთქვა არ ვიცი… – ნინი შერმადინი უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს

kompensacia frenebzekompensacia frenebze

მომღერალი ნინი შერმადინი გიორგი დუდაშვილის ოჯახის ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ნინი შერმადინი წერს, რცხვენია და პატიებას სთხოვს მას, რომ ამხელა ტრაგედიის ფონზე პირადი წარმატება უხარია.

ნინი შერმადინი გიორგი დუდაშვილს გამძლეობას უსურვებს და წერს, რომ ძალიან ენანება ამხელა ტკივილისთვის.

„დუბაიში ვარ, ინტერნეტი ცუდად მუშაობს, ეხლახანს შემოვიხედე და თოჯინიანი კაცის ფოტოები დამხვდა, თავზარი დამეცა, სული გამეყინა… მეც იმედით ველოდებოდი ამდენი ხანი იქნებ ერთი მაინც ეპოვა… ფოტოს ვერ ვაზიარებ, მრცხვენია მისი, მე ესე იდიოტივით ვხარობ და ფოტო სესია მაქვს გამართული… მაპატიე ადამიანო, ჩემო ძმაო,ყველას ტკივილო… რა ვთქვა არ ვიცი… როგორ ვანუგეშო… ღმერთმა გამძლეობა მოგცეს… ძალიან მენანები ამხელა ტკივილისთვის… მაპატიე, მეც მაპატიე…“, – წერს ნინი შერმადინი.

ცნობისათვის, ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით რაჭაში მომხდარ სტიქიას 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე კვლავ გრძელდება 2 დაკარგული ადამიანის ძენბა-შველის სამუშაოები. 25 აგვისტოს, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ მედიას აცნობა, რომ 31 ადამიანიდან უკვე ამოცნობილია 28 ადამიანი.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!