შაბათი, აპრილი 19, 2025
ფრენები
მთავარისხვადასხვაონში მიწის მასა ჩამოიშა - რა განცხადება ვრცელდება
თვითფრინავის ბილეთები

ონში მიწის მასა ჩამოიშა – რა განცხადება ვრცელდება

frenis kompensaciafrenis kompensacia

ონში მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. უწყება წერს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე კმ-სა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირეველი საავტომობილო გზის მიერთების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე სამუშაოებისას, ჩამოიშალა მიწის მცირე მეტრიანი მასა. შემთხვევის გამო, არავინ დაშავებულა, ვინაიდან მიმდინარე სამუშაოების გამო, უსაფრთხოების ზომები წინასწარ იყო მიღებული.

აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული კედელი იყო დაბზარული, რის გამოც, გზის სავალი ნაწილი შემოსაზღვრული იყო პარაპეტებით და მოძრაობა მიმდინარეობდა მხოლოდ ერთ ზოლში.

გზის მონაკვეთზე წარმოებდა კედლის გამაგრების სამუშაოები. დამცავი კედლის 140 მეტრი უკვე მოწყობილია და  დარჩენილი 40 მეტრიანი სექციის სამუშაოები, რომლის 15 მეტრეც ჩამოიშალა მიწის მასა, გრძელდება კედლის დარჩენილ სექციაზე.

ჩამოშლილი მიწის მასა არ გასცდენია პარაპეტებით შემოსაზღვრულ ადგილს და საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულა.

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიწის ჩამოშლა გამოიწვია ხიდის მშენებლობისას კლდის მოჭრამ, არ შეესაბამება სინამდვილეს, – წერს გზების დეპარტამენტი.

Facebook კომენტარები
amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით