მიმდინარე წლის ზაფხულის ორ თვეში, კერძოდ, 1-ლი ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის, 9 არასრულწლოვანია. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის საფუძველზე აცნობეს. თქვენი აზრით როგორ შეიძლება მსგავსი ტრაგედიების თავიდან აცილება? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.
მათი ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, 3 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი, ზღვაში დაიხრჩო, 12 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი – მდინარეში, 6 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრულწლოვანი – ტბაში, 1 არასრულწლოვანი კი აუზში დაიხრჩო.
რაც შეეხება ზღვაში, მდინარეში, ტბაში, აუზზე გადარჩენილი ადამიანების სტატისტიკას – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 1-ლი ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით პერიოდში, 67 ადამიანი გადაარჩინეს.