ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ახლახანს განცხადება გააკეთა. მისი თქმით მიმდინარეობს ცხედრების ამოცნობა, დასახიჩრებული ცხედრებიც არის, ასევე 7 თუ 8 ბავშვი სამწუხაროდ დაკარგულებს შორისაა. ჩვენი ბლოგი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“მიმდინარეობს ამოცნობითი სამუშაოები, აქტიური სამუშაოები მიდის ღამეც და ვცდილობთ, რომ მიუხედავად ამ რთულიპირობებისა, გარდაცვლილი ადამიანების თუ ცოცხალი ადამიანების ამოყვანის შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ზოგიერთი ცხედრის სხვადასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი და იქ სხვადასხვა ეტაპებია გასავლელი, ასეთი მაგალითად დეენემის ანალიზია.
დასახიჩრებული ცხედრებიც გვაქვს. დაკარგულებს შორის სამწუხაროდ 7 თუ 8 ბავშვია. ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ამ სტიქიის არიდება შეიძლებოდა, მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს დეზინფორმაციაა”, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ასევე ახლახანს ”მეგატვ”-იმ გაავრცელა ცხედრების გადასვენების უმძიმესი კადრები.