ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვადედამ ახალშობილი სამშობიაროში მხოლოდ იმის გამო მიატოვა, რომ… - ახლახანს უმძიმესი ამბავი...

დედამ ახალშობილი სამშობიაროში მხოლოდ იმის გამო მიატოვა, რომ… – ახლახანს უმძიმესი ამბავი კლინიკიდან

amindi

გულუსტკივილი პოსტია ეს…
პოსტი მათთვის, ვისაც ჰგონია, ასეთი რამ აღარ ხდება, ვისაც სჯერა “საცოდავი” ადამიანების უბოროტობის, ვისაც ეიმედება საზოგადოება…

ამ ცეროდენა 3 დღის გოგოს მარიამი დაარქვა მისმა “დედამ”. ოღონდ ღვთისმშობელი და უფალი არაფერ შუაშია. ალბათ იმიტომ დაარქვა, რომ ეს სახელი მოაგონდა პირველი…

მარიამი დღეს სამშობიაროში დატოვეს… საწოლში ჩააწვინეს და უკან არ მოიხედეს. მან მხოლოდ ის დააშავა, რომ მის გამჩენს “პატიოსანი ქალის” სახელს შეულახავდა. მეზობელი და ნათესავი გაიგებდა მის არსებობას….

ბოლო წუთამდე გვჯეროდა, რომ გადაიფიქრებდა. არ იმოქმედა არც მუდარამ, არც თხოვნამ, არც სოცმუშაკის დახმარების დაპირებამ.

ხვალ სოციალური წაიყვანს, შეიძლება საუკეთესო დედ-მამა შეხვდეს, მაგრამ გამჩენი დედის პირველი წუთების სიყვარულს ის ვეღარასდროს გამოცდის…
წევს მარტო და ექთნები უვლიან, სხვა დედები ეფერებიან…
დასჯადი გახადეთ შვილის მიტოვება!!!
არ არსებობს ამაზე დიდი ღალატი!!! – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!