პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიდავინახე უცხო ქალი, რომელიც დედაჩემის ფეხებთან დაჩოქებას ცდილობდა... - ამბავი, რომელზეც საუბარს...

დავინახე უცხო ქალი, რომელიც დედაჩემის ფეხებთან დაჩოქებას ცდილობდა… – ამბავი, რომელზეც საუბარს წლების განმავლობაში ვერ ბედავდნენ

aviabiletebiaviabiletebi

1937-38 წლებში, რეპრესირებული ხალხის შვილებს, ხშირად ნათესავები იფარავდნენ, ზოგიც, ბავშვთა სახლებში ხვდებოდა. სწორედ ამ პერიოდში, მარიამ უგრელიძე „საქართველოში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საქმე“-ს ხელმძღვანელობდა.

ერთხელ, გვიან ღამით, მის სახლში ტელეფონმა დარეკა. ვინმე ვანიჩკა ჩოხელი რეკავდა. ის კაცი, ატყობინებდა მარიამს, რომ თბილისის რკინიგზის სადგურში, დგას სხვადასხვა ასაკის ბავშვებით დატვირთული სატვირთო ვაგონი, რომელსაც სადაცაა შორეულ ჩრდილოეთში გაგზავნიან. უამრავი ბავშვი, შუაღამეს სადგურში მოასხეს და უფანჯრო, უჰაერო, რკინის ვაგონში შეყარეს.

ამ ისტორიის შესახებ „პრაიმტაიმში“ მარიამის შვილთაშვილი, ნინო ჩლაიძე წერდა, სადაც ოჯახის უფროსი თაობის მიერ გადმოცემულ ამბავს დეტალურად აღწერს.

იმ დღეს მთელს სადგურზე თურმე, შემზარავი ტირილის ხმა ისმოდა. ეს ბავშვები, „ხალხის მტრების“ შვილები იყვნენ. ბავშვების რუსეთში გაგზავნის შემთხვევაში, მათი კვალი სამუდამოდ დაიკარგებოდა.

სატელეფონო ზარის შემდეგ ცოტა ხანს გაშეშებული მჯდარა მარიამი. მერე წამოდგა, უცბად ჩაიცვა და წავიდა. სადგურამდე, მანქანაში ფიქრობდა რა გზით შეიძლებოდა ბავშვების სამშობლოში დატოვება. უკვე გვიან ღამით, მარიამი სადგურის უფროსთან შევარდნილა და უთქვამს, რომ ბავშვები დიზინტერიით არიან დაავადებულნი და მათი ტრანსპორტირება, ეპიდემიის გავრცელების საშიშროების გამო, არაფრით შეიძლება. სადგურის უფროსმა, თავიდან უარი უთხრა. რაზეც მარიამმა უპასუხა, რომ ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მთლიანად ამ კაცს დაეკისრებოდა. უფროსი დათანხმდა და სადგურშივე გააფორმა დოკუმენტი, რომელსაც მარიამ უგრელიძე აწერდა ხელს.

ვაგონის მატარებლიდან მოხსნაზე ის იღებდა პასუხისმგებლობას. მატარებლის დაძვრამდე წუთები რჩებოდა… მარიამი სადგურის თანამშრომლებთან ერთად ვაგონთან მივიდა. თანამშრომლებს სთხოვა კარი გაეღოთ და უსაფრთხოების მიზნით, უკან დაეხიათ. ვაგონიდან ხმა აღარ ისმოდა… როდესაც კარი გაიღო, უამრავი ატუზული, ნამტირალევი ერთმანეთზე აკრული ბავშვი შეშინებული თვალებით იყურებოდა…. არ იცოდნენ რა ხდებოდა მათ თავს და ვერც იმას ხვდებოდნენ, რომ იმ ღამით, სამუდამოდ დაკარგვას და ვინ იცის, ბევრი მათგანი, ალბათ, სიკვდილსაც გადაურჩა. ბავშვები ვაგონიდან ჩამოიყვანეს, სპეციალურად მოყვანილ სასწრაფო მანქანებში ჩასვეს და სხვადასხვა ჰოსპიტალებში განათავსეს.

ვანიჩკა ჩოხელის შესახებ მეტი არავის არაფერი სმენია, არც ის, ვინ იყო ეს კაცი პროფესიით, რკინიგზელი, ექიმი, თუ სპეცსამსახურის წარმომადგენელი. ყოველ შემთხვევაში, მისი საქციელი იმ დროისთვის გმირობის ტოლფასი იყო, ისევე, როგორც მარიამის. ამ ამბის გახმაურების შემთხვევაში, ორივე მათგანი, პასუხს ძალიან მკაცრად, სიცოცხლის ფასად აგებდა. მატარებლის ამბავზე, ბევრი წელი, შიშისგან არავინ ლაპარაკობდა. მხოლოდ 60-იანი წლების შუახანებში, უკვე მარიამის გარდაცვალების შემდეგ, მის ოჯახში ეს შემთხვევა ისევ გაიხსენეს. და აი, რას იხსენებს მარიამის შვილიშვილი, მაია ჩაჩავა:

„60-იანი წლების შუახანები იქნებოდა, მე და დედა აფთიაქში შევედით. ამ დროს, უცნობი ქალი მოგვიახლოვდა და ცრემლნარევი ხმით დედას უთხრა – ვიცი ვინც ხართ და ვისი ოჯახიდანაც ბრძანდებითო. მე მაშინ ბევრი არაფერი მესმოდა, ვხედავდი, რომ რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. ცოტა ხანში ეს ქალი ნელ-ნელა დედაჩემის მუხლებთან დაშვებას შეეცადა, მაგრამ დედამ ამის უფლება არ მისცა. მერე ერთმანეთს მოეხვივნენ, ცოტა ხანს ასე იდგნენ და ჩუმად დასცილდნენ. უკვე მერე გავიგე, რომ ეს უცნობი ქალი, მატარებლიდან ერთერთი ბავშვი იყო…“

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!