ზესტაფონი-თერჯოლის გზაზე ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
„პრაიმტაიმის“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ აფეთქება თხევადმა გაზმა გამოიწვია.
დაშავებული კლინიკაშია გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ცეცხლი ავტომობილს გაუჩნდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. გაზგასამართი სადგურის გარდა დაზიანდა გვერდით მდებარე მაღაზიის შენობაც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება, სსსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
წყარო: პრაიმტაიმი