ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება”მე და სოფოს ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და…” - მიხეილ სააკაშვილმა მოულოდნელი განცხადება...

”მე და სოფოს ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და…” – მიხეილ სააკაშვილმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა

amindi

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში, მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით წერს და განმარტავს, რომ მისი აწმყოც და მომავალიც, მხოლოდ სოფო ნიჟარაძეს უკავშირდება.

,,ყველანაირი ბინძური ჭორის გასაფანტად, ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც, მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სააკაშვილთან უკრაინის რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს რომანის შესახებ ინფორმაცია 2020 წლის შემოდგომაზე გავრცელდა. ისინი დიდხანს მალავდნენ ამ ამბავს, თუმცა, წყვილმა ურთიერთობა სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაასაჯაროვა.

მიმდინარე წლის თებერვალში კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიზა იასკომ სააკაშვილთან ურთიერთობა საბოლოოდ გაწყვიტა.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!