ანაკლია-ზუგდიდის საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ახალგაზრდა დაშავდა. სამწუხაროდ დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი “მერსედესის” მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ -კრიმინალისტები მუშაობენ, მობილიზებულია პოლიცია. დაშავებულები ახალგაზრდები არიან.
ადგილობრივების ინფორმაციით, გზის ის მონაკვეთი, სადაც ავარია მოხდა, სახიფათოა და მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება.