ქუთაისის აეროპორტთან ტრაგიკულად დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის რჩეული, ანო ბენიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„შენ მოგიკვდი, რატო დამტოვე, ლაშუ… ძალით არ გინდოდა, ლაშუ…“ – წერს ახალგაზრდა.
პოსტს გარდაცვლილის დედაც გამოეხმაურა.
„არ დაგცალდათ ერთად ყოფნა ჩემო გულებო…“ – დაწერა თეა გუბელაძემ.
ცნობისთვის, შემთხვევა 3 ივლისს მოხდა.
ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. 5 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ცნობით, მისი მდგომარეობა მძიმეა.