ათობით ჭრილობა მთელ სხეულზე და ჩაქუჩით მიყენებული ტრავმა თავის არეში – ასეთ მდგომარეობაში დახვდა სასწრაფო დახმარებას ერთ-ერთი ცნობილი კლინიკის ექიმი, რომელიც ახლა თავადაა უმძიმესი პაციენტი. მოძალადე ქმარმა ახლად მოყვანილი ცოლი საკუთარ სახლში ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი სახრახნისით 33 ჭრილობა მიაყენა.
112-ში ზარი ქალის განწირული ყვირილის შემდეგ მეზობლების მხრიდან შევიდა. ადგილზე მისულ ბრიგადას კი, დამნაშავეც ადგილზე დახვდა.
“კურიერის” ინფორმაციით, მამაკაცი წლების წინ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადიოდა მკურნალობას, ცოლი კი 6 თვის წინ მოიყვანა.