„პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად ჩაწერა ვარკეთილში მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულის, რომა გიკაშვილის დედა.
ქალი გვიყვება, რომ მის შვილს კონფლიქტი არასდროს არავისთან არ ჰქონია და ქრისტი მიქელაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უმეტესობა სინამდვილეს არ შეესაბამება.
„ჯერ იმ კაცს ჩაურტყამს როგორც ვიცი ფიცარი და ამის შემდეგ განვითარდა მოვლენები. რაც გაშუქდა ტყუილია. ის გოგო სულ ტყუილებს ამბობს.
სადაც უნდა გაიკითხოთ, ჩემს შვილს ნაჩხუბარი არავისთან აქვს ცხოვრებაში.
არაფერი უთანხმოება მათ შორის არ ყოფილა, როგორც გავიგე პათოლოგი ლოთი ყოფილა ის კაცი. ფიცარი ჩაარტყა ჩემს შვილს სასიკვდილოდ. არანაირი დანით არ შევარდნილა, როგორც მისი შვილი ამბობს. მისი შვილი 80 % ტყუილს აქვეყნებს.
არც ცეცხლი წაუკიდებია და არც გაზი მოუშვია, ყველაფერი თავისი შვილის ტყუილებია“, – ამბობს დაკავებულის დედა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.