ალბათ ყველას გემახსოვრებათ ეს ამბავი, როდესაც გაავრცელეს, რომ სოფო ნიჟარაძე ავტო ავარიაში გარდაიცვალა. რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სოფოს ნაცნობებმა და მომღერლისთვის სრულიად უცნობი ადამიანების ნაწილმა ეს ინფორმაცია დაიჯერეს. კარგად მოგეხსენებათ, რომ სოფო ნიჟარაძის ფან გვერდს დიდი რაოდენობით მოწონება აქვს და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიტყო ეს ამბავი. თანაც მარტო ფეისბუქს არ დაჯერდნენ და ფორუმებშიც გაავრცელეს. დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად, "რუსთავი 2"-ზე გადართვა ურჩიეს, სადაც იმ დროს ფილმი გადიოდა. იმ დღეს ბევრს სოფო მართლაც გარდაცვლილი ეგონა და ფეისბუქზე ბევრი სტატუსად წერდა და სოფოს ემშვიდობებოდა, რადგან ეს ყველაფერი მართლაც დამაჯერებლად მოახერხეს და დააჯერეს ბევრს, რომ გარდაიცვალა. ხოლო ერთ-ერთმა მომხმარებელმა ავარიის ამსახველი ფოტოც გაავრცელა. სადაც კარგად არ ჩანდა არაფერი. როგორც ჩანს მან ეს ფოტო ინტერნეტიდან ამოიღო. ეს ყველაფერი თავად სოფოს ყურამდეც მივიდა და თავის გვერდზე დაწერა, რომ ის ცოცხალია, მაგრამ სხვა ამ ფაქტის სათანადო ტექსტიც მოაყოლა: მე წავიკითხე ეს ყველაფერი, ძალიან ბევრი გავერთე და ვიცინე. მაგრამ ვაი საქართველო, როგორი ახალგაზრდობა მოდის. ეს რა დღეში არიან, ან არ სწავლობენ, ან არ კითხულობენ, ან საქმე არ აქვთ? რითი არიან დაკავებულნი? სხვისი ცხოვრების არევით, ჭორებით, ახლა კიდევ სიკვდილის გამოგონებით! ცხოვრებაში რას გინდათ მიაღწიოთ არაფერს? მხოლოდ იმაზე უნდა იფიქროთ სხვას ხელი როგორ შეუშალოთ? ვწუხვარ, სერიოზულად ვწუხვარ!" როგორც ჩანს ეს ინფორმაცია გაავრცელა იმ ახალგაზრდებმა ვინც სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს.
“სოფო ნიჟარაძე ავტო ავარიაში გარდაიცვალა” – რა ინფორმაცია გავრცელდა
10994
შემდეგი სტატია
მსგავსი