“დღეს სიკვდლს ჩავხედე თვალებში…” – მოქალაქის ინფორმაციით, გლდანში მე-9 სართულიდან ლიფტი მოწყდა, სადაც 3 ადამიანი იმყოფებოდა
მოქალაქის ინფორმაციით, გლდანში, მესამე მიკრორაიონის მე-11 კორპუსის სადარბაზოში მე-9 სართულიდან ლიფტი მოწყდა. როგორც გლდანის მაცხოვრებელი “ფეისბუქის” გვერდზე არსებულ ჯგუფში წერს, ის ამ დროს მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა. .
“დღეს სიკვდლს ჩავხედე თვალებში. ჩემი ერთი წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად, მესამე მიკროს 11 კორპუსის მე-4 სადარბაზოში მეცხრე სართულიდან ლიფტი მოწყდა და შახტაში ჩავარდა, გული თუ არ გაგვისკდებოდა არ მეგონა ჩემი წივილი ყველას ესმოდა, არ ვიცი ლიფტში კიდევ როდის დავჯდები და ამ შიშს როდის გადავლახავ. სანამ ვინმეს იმსხვერპლებს იქნებ მოგვიგვაროთ ეს პრობლემა არ ვიცი კომენტარს რამდენად მიაქცევენ ყურადღებას და აქაც დავდე…” წერს მოქალაქე გლდანის ფეისბუქ ჯგუფში.
როგორც გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კოტე ზარნაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, ამხანაგობის თამჯდომარეს აღნიშნული ლიფტის განახლებაზე გამგეობისთვის არ მიუმართავს. მისივე ინფორმაციით, ინციდენტის დროს ადგილზე იყო გამგეობის თანამშრომელი.
“აღნიშნული ლიფტის განახლებაზე ამხანაგობას არ მოუმართავს და წესის მიხედვით ამხანაგობის თავჯდომარემ უნდა მიმართოს ადგილობრივ გამგეობას შესაბამისი წესის მიხედვით. რაც შეეხება მომხდარს, როგორც გვეუბნებიან, ლიფტი არ ჩავარდნილა, მუხრუჭმა დაიჭირა და უბრალოდ ბიძგი იყო” – ამბობს ზარნაძე.