ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები“მერა რა მოხდა, თუ ჩვენ შვილებს ქორწინების გარეშე ექნებათ სექსი. ეს არ...

“მერა რა მოხდა, თუ ჩვენ შვილებს ქორწინების გარეშე ექნებათ სექსი. ეს არ არის სირცხვილი, იცით რატომ?”

kompensacia frenebzekompensacia frenebze

14 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი ეხმაურება. საყვარლიშვილი აცხადებს, რომ ახალგაზრდებს სექსი ქორწინებამდეც შეიძლება რომ ქონდეთ და ამის გამო “14 წლის ბავშვს ცემაში არ უნდა კლავდნენ”.

„ხალხი რას იტყვის, ხალხი რას იტყვის! ამ ხალხი რას იტყვის გამო, ცემაში კლავდნენ 14 წლის ბავშვს. ნეტავ როდის ვნახავ საქართველოს და ქართველ ხალხს მენტალურად შეცვლილს!

დღეს, თანამედროვე ბავშვები მალე მწიფდებიან და მალე ხდებიან სქესობრივად აქტიურები. ზუსტად არ ვიცით ხომ, იმ 23 წლის ბიჭმა ნამდვილად გააუპატიურა თუ მათ სიყვარულით გააკეთეს ყველაფერი?!

თუ გაუპატიურება იყო მაშინ ის ბიჭი ციხეშია ამოსალპობი, ხოლო თუ ერთმანეთი უყვარდათ, დიდი ამბავი რომ ქორწინების გარეშე სექსი ჰქონდათ.

გოგონა უფრო მალე მწიფდება ვიდრე ბიჭი.

არ „ტეხავს“, რომ ჩვენს შვილებს ქორწინების გარეშე ჰქონდეთ სექსი. ადამიანს როგორც ჭამა უნდა, სმა, ისე უნდა სექსი. ეს არის ბუნებრივი მოვლენა და სირცხვილი არ არის!

აბა, ის არის კარგი, ამის გამო 14 წლის ბავშვს რომ ვკლავთ? წინ ხომ დიდი და ლამაზი ცხოვრება ელოდებოდა.

კარგით რა ხალხო, გეყოთ! გამოდით მაგ საბჭოური, ჩაკეტილი აზროვნებიდან. ქალიშვილობა არაფერია, მთავარი ბედნიერებაა. 21-ე საუკუნეში ტეხავს იმაზე ფიქრი, რომ ქალიშვილი მოიყვანოს შვილმა ცოლად და თუ ქალი ქალიშვილი არ არის, ესეიგი ბოზია!

ასეთი აზროვნებით შორს ვერ წავა ჩვენი ქვეყანა. მიეცით უფლება თქვენს შვილებს, რომ ქორწინებამდე ჰქონდეთ სექსი და თავად გადაწყვიტონ, გათხოვდებიან თუ არა!

პატიოსნება ქალიშვილობით არ გამოიხატება! ბევრი ქალიშვილი ვიცი, რომელიც ათასგვარ უზენო საქციელს სჩადის. სექსის გამო ადამიანს ვკლავთ და სიცოცხლეს ვუსპობთ.

მე არ მინდა ასეთ საზოგადოებაში ცხოვრება. იმედია, ნელ-ნელა სოფლებშიც შეიცვლება აზროვნება და ქალი თავად გადაწყვეტს თავის ბედს.

ვიცი ბევრს არ მოეწონება ჩემი აზრი, ბევრიც გაბრაზდება ამ პოსტზე, მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე ვიქნები, სექსის გამო ბავშვებს არ უნდა ვკლავდეთ!“- წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

წყარო: პრაიმტაიმი

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!