პარასკევი, აპრილი 26, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება„სასაფლაოზე სექსიც კი მქონია... სასაფლაოს ენერგეტიკა მამშვიდებს“ - კოსტა სანიკიძე

„სასაფლაოზე სექსიც კი მქონია… სასაფლაოს ენერგეტიკა მამშვიდებს“ – კოსტა სანიკიძე

kompensacia frenebzekompensacia frenebze

25 წლის კოსტა სანიკიძე ბავშვობიდან წერს ლექსებს, ნოტები არ იცის, მაგრამ ქმნის მუსიკას, არის მომღერალი და მის მუსიკალურ ვიდეორგოლებს „იუთუბიზე“ მილიონობით ნახვა აქვს…

ფართო საზოგადოებამ ის მაინც პროექტ „პრაიმ ჰაუსიდან“ გაიცნო. კოსტა ჟურნალ „თბილისელებთან“ გულახდილად საუბრობს. ის ამბობს, რომ უცნაური ბავშვი იყო. 

„მართლაც, უცნაური ბავშვი ვიყავი, ჩემი სამყარო მქონდა. ჩემი საყვარელი გართობა ფანჯარაში შემოსული მზის სხივები იყო. ნაჭრისგან თოჯინებს ვაკეთებდი და ვთამაშობდი. ვიჯექი ეზოში ცალკე და ჩემთვის ვბუტბუტებდი. უცნაური სიზმრები მესიზმრებოდა, ღამე ვიღვიძებდი და ვსაუბრობდი. სხვათა შორის, უცნაურობები დღესაც მახასიათებს. ადრე სილუეტებს ვგრძნობდი და ხმები მესმოდა, რამდენიმე წლის წინ კი ვიგრძენი, სილუეტმა როგორ ჩამიარა წინ და გამომხედა.

არ დამავიწყდება, ბავშვობაში, რვა წლის ასაკში, ქობულეთში ვისვენებდი, გზა უნდა გადამერბინა, მანქანა მარტყამდა. რაღაც ძალამ ამწია და გადამწია. ალბათ, ორმოცდაათი ადამიანი შეესწრო ამ ფაქტს, გაოგნებულები იყვნენ, ვერ მიხვდნენ რა მოხდა. მძღოლმაც კი გააჩერა მანქანა და გაოგნებული კითხულობდა: რა ქნა ამ ბავშვმაო. ბროლის ჭიქებს ვამსხვრევდი, საფერფლეც გამსკდარა ჩემ წინ… ბევრი მისტიკური ფაქტი ხდებოდა, რასაც მაშინ ვერ ვხსნიდი.

კუკიაზე, სასაფლაოებთან ახლოს ვცხოვრობ. მთელი ბავშვობა სასაფლაოზე გავატარე, მიყვარს იქაური ენერგია. თუ ენერგეტიკულად მიგიღო მაგ ადგილმა, ჩათვალე, შენი სამყაროა, რომელიც გამშვიდებს. ყოველ შემთხვევაში, მე მომწონს და მამშვიდებს. ბევრი მინახავს, სასაფლაოზე ვერ შედის, რაღაც ენერგია არ უშვებს. მე კი იქ ვწერდი ლექსებს, ვფიქრობდი, ვსაუბრობდი, ღამე მიძინია კიდეც და სექსიც კი მქონია. ახლა, ამას რომ ვამბობ, ვიღაცისთვის გიჟი ვარ, მაგრამ მე სასაფლაოს ენერგეტიკა მამშვიდებს და არც სიკვდილის მეშინია“,- ამბობს კოსტა სანიკიძე. 

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!