ხუთშაბათი, ნოემბერი 7, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები20 წლის ბიჭმა საკუთარი მამა დედის თვალწინ გუშინ მოკლა - რას ყვებიან...

20 წლის ბიჭმა საკუთარი მამა დედის თვალწინ გუშინ მოკლა – რას ყვებიან მეზობლები

გუ­შინ, 11 მა­ისს გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბა მოხ­და – მა­მის მკვლე­ლო­ბა­ში შვი­ლია ბრალ­დე­ბუ­ლი.

რო­გორც თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, მკვლე­ლო­ბას წინ კონ­ფლიქ­ტი უძღო­და.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 20 წლის ახალ­გაზ­რდა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გუ­შინ­ვე და­ა­კა­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და და­კა­ვე­ბულს 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლი აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი (ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი).

რაც შე­ე­ხე­ბა მოკ­ლულს, რო­გორც მისი მე­უღ­ლე ამ­ბობს, მა­მა­კა­ცი მუდ­მი­ვად ძა­ლა­დობ­და მას­ზე. ასე­ვე ჰყვე­ბა, რომ მკვლე­ლო­ბის დღე­საც ნას­ვა­მი იყო და ცდი­ლობ­და შვი­ლი გა­მო­ეწ­ვია, რა­საც კონ­ფლიქ­ტი მოყ­ვა.

“ნას­ვა­მი იყო, ჩხუ­ბობ­და და სახ­ლი­დან გა­ვე­დი იმ იმე­დით, რომ მე­გო­ნა დამ­შვიდ­დე­ბო­და, მაგ­რამ არ დამ­შვიდ­და. პი­რი­ქით უფრო გა­მო­იწ­ვია ჩემი შვი­ლი. ეძახ­და, ქა­ლა­ჩუ­ნა ხარო, მოდი აბა და­მარ­ტყიო. დანა აუ­ღია, მოდი აბა რას მი­ზა­მო, შემ­დეგ უჩხუ­ბი­ათ… რო­გორც ჩანს ჩემ­მა შვილ­მა დანა წა­არ­თვა, წა­ბორ­ძიკ­დნენ და შემ­დეგ უკვე და­ნის დარ­ტყმა რო­გორ მოხ­და, არ ვიცი.

ყვე­ლა სახ­ლში ღამე მაქვს გა­თე­ნე­ბუ­ლი. გა­მო­მე­კი­დე­ბო­და უმი­ზე­ზოდ-ხოლ­მე. იყო მუ­ქა­რა, პო­ლი­ცი­ა­ში რომ წახ­ვი­დე, მე ცი­ხი­დან გა­მო­ვალ და რო­გორ მოხ­დე­ბა რომ გა­რეთ არ შემ­ხვდეო, ან კის­ლა­ტას მო­გას­ხამ სა­ხე­ზე, ან ლი­მონ­კას შე­მო­ვაგ­დებ დე­და­შე­ნის სახ­ლშიო” – ჰყვე­ბა მოკ­ლუ­ლის მე­უღ­ლე და და­კა­ვე­ბუ­ლის დედა ნა­თია ჩარ­ბო­დაშ­ვი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!