ხუთშაბათი, ნოემბერი 7, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება"მინდა კვერცხუჯრედი გავყინო, გავხდე სტუდენტი, თუ მომინდება..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

“მინდა კვერცხუჯრედი გავყინო, გავხდე სტუდენტი, თუ მომინდება…” – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი თიკო სადუნიშვილის გადაცემის „ახალი თინა” სტუმარია, სადაც ქალისთვის ასაკის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ 43 წლის ასაკში ცხოვრებას ახლა იწყებს.

„მგონია, რომ ცხოვრება 40 წლის ზემოთ იწყება. სიამოვნების რეცეპტორები გიმძაფრდება, რადგან მანამდე გრიგალის მსგავსი თავგადასავლები მიდის, გიგროვდება გამოცდილება და ცხოვრებით ტკბობას იწყებ. წამიკითხავს კვლევები, რომ ქალს ყველა ასაკი და ციფრები აშინებს, მე მგონია, რომ ასე არ არის.

ვფიქრობ ასაკი კი არ გაშინებს, არამედ ის მდგომარეობა, რომელშიც ხარ. 43 წლის ნანუკას მგონია, რომ ყველაფერი წინ მაქვს. მინდა ავირჩიო პროფესია, გავხდე სტუდენტი, მინდა გავყინო კვერცხუჯრედი და შვილის გაჩენის შანსი დავიტოვო. თუ მომინდება თეთრ კაბასაც ჩავიცვამ”, – საუბრობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!