ხონი-ქუთაისის გზაზე ავარია მოხდა. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მანქანა შეეჯახა. ავარიის კადრებს „მეგაTV“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომობილი მიკროავტობუსს დაეჯახა.
ადგილობრივების ცნობით, ავარიის შედეგად ახალგაზრდა, 31 წლის თეონა ბალანჩივაძე გარდაიცვალა, ხოლო ორი ბავშვი, რომლებიც, გარდაცვლილის ნათესავები არიან, მძიმედ დაშავდნენ და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.