შაბათი, ოქტომბერი 5, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები”სიკვდილი თაფლობის თვეში…” – ცნობილია ვინ არის და რა გახდა ახალგაზრდა ბიჭის...

”სიკვდილი თაფლობის თვეში…” – ცნობილია ვინ არის და რა გახდა ახალგაზრდა ბიჭის ტრაგიკულად სიკვდილის მიზეზი

aviabiletebiaviabiletebi

ლხინი ჭირად შეიცვალა, სწორედ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, თავზარდამცემ უბედურებაზეა ნათქვამი, რომელიც სუფსაში დოლიძეების ოჯახში დატრიალდა.

სულ ახლახან ოჯახმა გიორგის ქორწილი იზეიმა. ოჯახი კი არა, სოფელიც ხარობდა ლამაზი წყვილის შეუღლებით.

სადღესასწაულო განწყობა არ განელებულა დოლიძეების ოჯახში … და უცებ, მეხის გავარდნის ტოლფასი კოშმარი. თაფლობის თვეში, თაფლობის სარეცელზე, ჯერ კიდევ მეფის ამპლუაში, ლამაზი ვაჟკაცი გარდაცვლილი იპოვეს…

ცხოვრება მოულოდნელობით არის სავსე. ვინ იცის ბედისწერა ვის რას უმზადებს…

ასეა თუ ისე, სიკვდილი დადგა. გამორჩეულად მშვენიერი ახალგაზრდის აღსასრული, რომელმაც ბედნიერების სრული აღქმა ვერც კი გააცნობიერა ისე გადასახლდა ზეციურ საუფლოში. რჩეულს კი, ჯერ კიდევ ახალ პატარძალს, ქვრივობის მწარე ხვედრი არგუნა და ლამაზი საქორწინო სამოსი ძაძით შეუცვალა…

არაფერი რომ არ ვთქვათ, დედაზე, რომლის სიცოცხლე ამქვეყნიური ჯოჯოხეთი გახდა.

გიორგის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ანევრიზმა სახელდება.

წყარო: ლანჩხუთის მოამბე

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!