პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვამკვლელობა შვილების თვალწინ - "მამა მას გადაეფარა და უთქვამს - მე მესროლეო....

მკვლელობა შვილების თვალწინ – “მამა მას გადაეფარა და უთქვამს – მე მესროლეო. ამანაც აიღო და შუბლში ესროლა…”

aviabiletebiaviabiletebi

სასამართლომ მამაკაცს, რომელმაც მეზობელი მისივე შვილების თვალწინ მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ხოლო მეორე პირს, რომელსაც დანაშაულის  დაფარვას ედავებოდა, 7 წლით პატიმრობა განუსაზღვრა. სასტიკი მკვლელობა კი 2022 წლის 16 ივნისს მოხდა, რომელმაც მთელი ქუთაისი და საქართველო შეძრა.

სისხლიანი ანგარიშსწორება ქუთაისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე 16 ივნისს მოხდა. მეზობლებს შორის დაწყებული კონფლიქტი სისხლისღვრით დასრულდა. 7 შვილის მამა, გიორგი ფანჩულიძე საკუთარმა მეზობელმა და ბავშვობის მეგობარმა მოკლა.

მეზობლები აცხადებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებული ნასვამ მდგომარეობაში იყო, უბნის ბავშვებს აგინებდა და საცემრად იწევდა. მან ასევე გიორგი ფანჩულიძის მცირეწლოვან გოგონებს შეაგინა.

ისინი ერთ ეზოში ცხოვრობდნენ. გარეთ გასულმა ფანჩულიძემ მეზობელს დაწყნარება სთხოვა, თუმცა ის უფრო აგრესიული გახდა. გიორგი მისგან დისტანცირებას შეეცადა და სახლში დაბრუნდა. მამაკაცმა კი წავიდა, მეგობრები მოიყვანა და სანადირო თოფიდან მისი 16 წლის შვილის მოკვლა სცადა. მამა შვილს გადაეფარა და სწორედ ამ დროს მოკლეს.

 

„ეს ადამიანი, რომელმაც გიორგი მოკლა ე.წ. მოკრიმინალო ელემენტი იყო, ციხიდან სულ რამდენიმე დღის გამოსული. უთქვამს - უბანში სიტუაცია უნდა დავალაგოო და ნასვამ მდგომარეობაში ახალგაზრდებს შეურაცხყოფას აყენებდა.

„მთელი ღამე იგინებოდა. ყველა მისგან დისტანცირებას ცდილობდა, ფიქრობდნენ - იქნებ დაწყნარდესო. საბოლოოდ კი მას გიორგის და მისი ოჯახის გინებაც დაუწყია. ამაზე გიორგი გარეთ გამოვიდა და დაწყნარება სთხოვა.

„მას არასრულწოვანი ბიჭი ჰყავს, 16 წლის. სავარაუდოდ, სწორედ იმის შეეშინდა, რომ მისი შვილისთვის არაფერი ევნო.

„საოცარი ადამიანი იყო, 7 შვილის მამა, მორწმუნე და სტიქაროსანი. ამაზე ეს არაადამიანი უფრო გამწარებულა, სახლში შევიდა, მეგობრებს დაურეკა და უკან სანადირო თოფით შეიარაღებული გამოვიდა. თან ახლა მეგობრებიც ახლდა. გიორგის შვილისთვის შუბლზე იარაღი დაუდია, მამა მას გადაეფარა და უთქვამს - მე მესროლეო. ამანაც აიღო და შუბლში ესროლა.

„იქვე დაიღუპა, ვერაფერი უშველეს. ეს უნამუსო და მისი თანმხლები პირები ადგილიდან მიიმალნენ, მაგრამ პოლიციამ ორ დღეში დააკავა. მასთან ერთად დააკავეს სხვა პირიც, რომელიც მის გადამალვას ცდილობდა. ოჯახს ერთადერთი მარჩენალი მოუკლეს. მოსამართლემ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი „რეზონანსთან“.

წყარო : resonancedaily.com
frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!