შაბათი, ოქტომბერი 5, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვააგარაკზე 16 ადამიანი იმყოფებოდა – 8 მამაკაცი და 8 ქალი. მათ შორის...

აგარაკზე 16 ადამიანი იმყოფებოდა – 8 მამაკაცი და 8 ქალი. მათ შორის 6 მამათმავალი იყო, 5 ლესბოსელი და… – რა მოხდა წყნეთში

aviabiletebiaviabiletebi

მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია. მათთან ვინმეს მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

წარმოუდგენელი

1977 წლის მაისი იდგა და ბაგების, ეგრეთ წოდებულ, „ტეკზე“ ორმა „გაზ 24-მა“ დიდი სისწრაფით გაიარა და გეზი აგარაკების მიმართულებით აიღო. იქვე მილიციის სისხლის სამართლის სამძებროს ოპერჯგუფი მორიგეობდა, რომელსაც კაპიტანი ჯაბა ლომიძე მეთაურობდა. კაპიტანი თავისი პატიოსნებითა და პრინციპულობით იყო ცნობილი და შიშის ზარს სცემდა თბილისელ „შავებს“, განსაკუთრებით ნარკომანებსა და ნარკობარიგებს (იმ პერიოდში ნარკომანიისთვის სისხლის სამართლის მუხლი იყო გათვალისწინებული). უკვე მესამე მორიგეობა იყო, ჯაბამ ეს ორი „ბლატნოინომრებიანი“ „ვოლგა“ რომ შეამჩნია. ამიტომ მან ხელქვეითებს უთხრა:

– ბიჭებო, ესენი, სავარაუდოდ, ნარკომანები იქნებიან, მდიდარი მამიკოების შვილები, ამიტომ კუდზე დავასხდეთ და გავედევნოთ, ხოლო შემდეგ კი ფაქტზე დავიჭიროთო...

ერთი სიტყვით, სამძებროს მორიგე ჯგუფი შავ „ვოლგებს“ წყნეთში გაჰყვა: დააცადეს, სანამ „წამალს მოხარშავდნენ“ და შემდეგ აგარაკზე შეიჭრნენ. მაგრამ, რაც იქ მილიციელებს დახვდათ, იმ პერიოდისთვის „ნონსენსი“ იყო. აგარაკზე 16 ადამიანი იმყოფებოდა – 8 მამაკაცი და 8 ქალი. მათ შორის 6 მამათმავალი იყო, 5 ლესბოსელი და ყველა – ნარკომანი. მათ ორგია გაემართათ. ნიშანდობლივი კი ის იყო, რომ ამათგან 9 ადამიანი საზოგადოებისთვის ძალიან ცნობილი პიროვნება იყო – პროფესორები, მსახიობები და უბრალოდ, გამოჩენილი ადამიანების შვილები.

ჯაბა ლომიძესა და მის ხელქვეითებს მანამდე მსგავსი არაფერი ენახათ. ამიტომ, თექვსმეტივე დააკავეს და ორჯონიკიძის რაიონის მილიციაში მიიყვანეს.

არაოფიციალური ბრძანება

მიუხედავად იმისა, რომ კაპიტანმა ლომიძემ ყველა დაკავებული ოფიციალურად გააფორმა და მათ წინააღმდეგ სისხლის სიმართლის საქმე აღძრა, იმავე ღამეს ყველა გაათავისუფლეს და ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა პირადად გამოიყვანა მილიციიდან. ლომიძემ, რომელსაც მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავდა და მისთვის შოკი იყო, რაც იხილა, თავისი უწყების მაღალჩინოსნებს აუდიენციაზე ეახლა და „განუმარტა“, რომ ყველა დაკავებულის უკან დაბრუნება და პასუხისმგებლობაში მიცემა იყო საჭირო. გენერალმა კი მას უთხრა:

– აბა, დამუხრუჭდი! არც მე მომწონს ნარკომანები და პედარასტები, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა, ისინი საზოგადოებისთვის ცნობილი ხალხია და მათ ბობოლები მფარველობენო.

ეს იყო არაოფიციალური ბრძანება, რომელსაც ჯაბა ლომიძე არ დაემორჩილა.

საგიჟეთი

კაპიტანმა ლომიძემ ჯერ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას მიმართა. შემდეგ კი საკავშირო უწყებებს, თუმცა პასუხი არ მიუღია. ხოლო ოქტომბრის დასაწყისში კი ჯაბა ჯერ დააკავეს და ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე გაგზავნეს, შემდგომ კი შიზოფრენიის დიაგნოზით საგიჟეთში გაამწესეს. ლომიძემ ჯალათი ფსიქიატრების ხელში ორი წელი გაატარა, მაგრამ არ გატყდა. წერილს წერილზე წერდა მთავრობაში. ბოლოს კი ის გააკომისიავეს – შიზოფრენიის მწვავე ფორმა დაუწერეს და ქალაქ ყაზანის ფსიქიატრიულ ციხეში გაამწესეს, სადაც ჩიხი იყო და იქიდან ცოცხალი არავინ ბრუნდებოდა. თათარსტანის დედაქალაქის ამ ჯოჯოხეთში მილიციის ყოფილმა კაპიტანმა 2 წელი გაატარა და მიუხედავად მასზე განხორციელებული ზეადამიანური პრესისა, მაინც მოახერხა ჯანმრთელობის შენარჩუნება – თუმცა, ადგილობრივი პერსიონალი დააჯერა, რომ საბოლოოდ გატეხილი იყო.

სამარცხვინო სია

ჯაბა ლომიძემ 1988 წლის იანვარში ცოლ-შვილი ჯერ კანადაში გაიყვანა, შემდგომ ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქ კი მან ცნობილ დისიდენტ აარონ ცილმანის მეუღლესთან ერთად გამოსცა წიგნი საბჭოთა „კაგებესა“ და საბჭოთა ფსიქიატრიის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ. ამ წიგნშია მოცემული იმ ადამიანების სიაც, ვინც ლომიძემ წყნეთის აგარაკზე დააკავა. მათ შორის საკმაოდ ცნობილი, „პატივცემული პიროვნებებიც“ არიან, რომლებიც გახრწნილებასა და დანაშაულებს ფარავდნენ და მათ სათავისოდ იყენებდნენ.

P.S. ამ სიაში არსებული ადამიანებიდან, დღესდღეობით რამდენიმე ცოცხალია და ისინი საქართველოსა და მოსკოვში ცხოვრობენ.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!