კვირა, მაისი 28, 2023
ფრენები
მთავარისხვადასხვა“…დაიკიდეთ და მოგეშვებათ!” – მამა გელასი აროშვილი

“…დაიკიდეთ და მოგეშვებათ!” – მამა გელასი აროშვილი

wizz airis aviabiletebiwizz airis aviabiletebi

სასულიერო პირი გელასი აროშვილი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

„ჯოჯოხეთი, – გართულებული ურთიერთობები, დაუძლეველი, მოუგვარებელი შინაგანი პრობლემები, არ და ვერ დავიწყებელი წყენები, გულში მოთუხთუხე მუდმივმოქმედი კონფლიქტები, უმადური დრტვინვა, ჩალექილი ქიშპი, შური, შფოთი და ბოღმაა. მოკლედ ყველაფერი ის, რისგანაც შესდგება ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება. გარდაცვალების შემდეგ, ადამიანი ცნობიერში და გრძნობიერში, რომელიც იმქვეყნად გაჰყვება, ამ ყველაფერს თან წაიღებს და იქაც ჯოჯოხეთი გაგრძელდება. ამიტომაც აქ, ამქვეყნად უნდა ვიზრუნოთ ამ მძიმე და მწარე ტვირთის შემსუბუქებაზე. და, სწორედ ამ საქმის მოსაგვარებლადაა ნათქვამი: ”მიუტევეთ და მოგეტევებათ”! თუმცა ასეთი პათეტიკა და არქაიზმი დღეს ბევრს აღიზიანებს, ამიტომ თანამედროვე, ყველასათვის გასაგებ ენაზეც უნდა ითქვას, რათა ყველამ გაიგოს: დაიკიდეთ და მოგეშვებათ!“ , – წერს ის.

kompensacia frenebzekompensacia frenebze
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!

aviabiletebi avia.ge