შაბათი, ოქტომბერი 5, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები„ერთ გაჩერებაში ამოვიდა, მივარდა ამ კაცთან, დაჭრა და გაიქცა" - რას ჰყვებიან...

„ერთ გაჩერებაში ამოვიდა, მივარდა ამ კაცთან, დაჭრა და გაიქცა” – რას ჰყვებიან თვითმხილველები ავტობუსში მომხდარ დაჭრაზე

aviabiletebiaviabiletebi

თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტობუსში მომხდარი დაჭრის შემთხვევა პოლიციის განყოფილების მოპირდაპირე მხარეს მოხდა.

ირკვევა, რომ 40 წლის კაცმა ცივი იარაღით 70 წლის კაცს მრავლობითი დაზიანება მიაყენა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, თუმცა უცნობია როგორია მისი მდგომარეობა.

ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევის ადგილას ელოდებიან ექსპერტ-კრიმინალისტებს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი და თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტობუსში ხმაური არ ყოფილა და დაპირისპირების მიზეზი არ იციან - "ერთ გაჩერებაში ამოვიდა, მივარდა ამ კაცთან, დაჭრა და გაიქცა" - ამბობს თვითმხილველი

"დაჭრა ახალგაზრდამ მოხუცი კაცი. ხმა არ გამიგია ჩხუბის. ხმაური არ გამიგონია. ხალხმა დამიწყო ყვირილი მანქანა გააჩერეო, ავტობუსი გააჩერეო და გავაჩერე. ცხელ ხაზზე ვრეკავდი, ვერ დავინახე, სასწრაფოც უკან მომდევდა თურმე და უცებ წაიყვანეს",- ამბობს ავტობუსის მძღოლი.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს ცნობით, მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!