შაბათი, ოქტომბერი 5, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვაუბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა თითქმის 5-ჯერ გაიზარდა

უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა თითქმის 5-ჯერ გაიზარდა

aviabiletebiaviabiletebi

2023 წლის იანვარ-მარტში, უბილეთო მგზავრობაზე გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 5-ჯერ მეტი თანხა შევიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს 3 თვეში უბილეთო მგზავრებზე 944,335 ათასი ლარის ჯარიმა გამოიწერა, 2022 წლის იანვარ-მარტში - 198,682 ლარის.

ამასთან, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 3 თვეში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 83,047 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 55,240 ლარი.

ცნობისათვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!