ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიექსპერიმენტული პრეპარატი, რომელიც ფილტვის კიბოს უმძიმეს ფორმას აჩერებს - მეცნიერების მორიგი სენსაციური...

ექსპერიმენტული პრეპარატი, რომელიც ფილტვის კიბოს უმძიმეს ფორმას აჩერებს – მეცნიერების მორიგი სენსაციური მიღწევა

amindi

ფილტვის კიბოს სხვადასხვა ტიპებს შორის „წვრილუჯრედოვანი“ ფორმა (SCLC) ერთ-ერთი ყველაზე საშიშია. 

თუმცა ცოტა ხნის წინ მეცნიერების გუნდმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ამ დაავადების სამომავლოდ მკურნალობისთვის. 

ფილტვის კიბო ჩვეულებრივ მწეველებში გვხვდება. ფილტვის კიბოს „წვრილუჯრედოვანი“ ფორმის დადგენის შემთხვევაში კი პაციენტს გადარჩენის დაბალი შანსები აქვს.

ქიმიოთერაპია დაავადების თავდაპირველ ეტაპზე სამკურნალო, ეფექტურია თუმცა სიმსივნემ შესაძლოა სწრაფად განავითარო წინააღმდეგობა წამლების მიმართ. რის გამოც შესაძლოა დაავადებამ პროგრესი განიცადოს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათ შეუძლიათ შეაჩერონ სიმსივნის ზრდა თაგვებში ორი წამლის კომბინაციით. 

ამის შესახებ sciencealert-ი წერს.

ერთ-ერთი პრეპარატი, სახელად ციკლოფოსფამიდი, წვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მკურნალობაში 1980-იანი წლების შემდეგ თითქმის აღარ გამოიყენებოდა, მას შემდეგ, რაც ის ჩაანაცვლეს უფრო ნაკლები გვერდითი ეფექტების მქონე პრეპარატით.

თუმცა, როგორც ციკლოფოსფამიდის, ისე მისი ალტერნატივის შემთხვევაში, კიბოს სწრაფად უვითარდება პრეპარატისადმი რეზისტენტულობა.

კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ კიბოს უჯრედების აღდგენაში ჩართულია ცილა RNF113A. 

მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ, როგორ ეწინააღმდეგება წვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო ციკლოფოსფამიდის ეფექტებს. მათ მიერ შემუშავებული მეთოდი არსებითად ბლოკავს აღდგენის იმ პროცესს, რომლითაც კიბოს უჯრედები ციკლოფოსფამიდისადმი რეზისტენტულობას გამოიმუშავებენ.

დამატებითმა კვლევებმა აჩვენა, რომ RNF113A-ს არეგულირებს SMYD3 ცილა, რომელიც ძლიერ არის გამოხატული წვრილუჯრედოვან ფილტვის კიბოში და მაღალი დონით გვხვდება დაავადების უფრო ინვაზიურ ფორმებში. მომატებული დონე ასევე დაკავშირებულია ალკილირების ქიმიოთერაპიული პრეპარატებისადმი გაზრდილ რეზისტენტულობასთან და აუარესებს ზოგად პროგნოზს.

ამისგან განსხვავებით, ფილტვის ჯანსაღ სხეულებს SMYD3-ის ძლიერ დაბალი დონე აქვს.

ამ ცოდნით შეიარაღებულმა მკვლევრებმა სცადეს, მიზანში ამოეღოთ SMYD3 თაგვებში, რომლებშიც მათ ადამიანის ფილტვის სიმსივნე ჩანერგეს; ზოგიერთი მათგანი უკვე ნამკურნალევი იყო ქიმიოთერაპიით, ზოგი კი არა. 

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ციკლოფოსფამიდმა დროებით იმუშავა, SMYD3 ინჰიბიტორმა კი გარკვეულწილად შეამცირა სიმსივნის ზრდა, კიბომ ზრდა სრულად შეწყვიტა მხოლოდ ორი პრეპარატის კომბინირების შემდეგ.

იმედისმომცემი შედეგების შემდეგ, ექსპერიმენტული პრეპარატის ადამიანებზე გამოცდა იგეგმება.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!