შაბათი, აპრილი 20, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება”არ ჩამწიხლოთ ახლა და ქვები არ დამიშინოთ…” – მაია ასათიანის მოულოდნელმა განცხადებამ...

”არ ჩამწიხლოთ ახლა და ქვები არ დამიშინოთ…” – მაია ასათიანის მოულოდნელმა განცხადებამ შეძრა ყველა

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ახლა ყველა მომესევა თავისი მესიჯებით, რომ გავიხსენოთ გარდაცვლილი ადამიანები და ა.შ., არავინ არაფერს ამბობს, შეცდომები იყო, მაგრამ გააღეთ ფანჯრები და შეხედეთ ახლანდელ საქართველოს, – ამის შესახებ ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უნდა გადარჩეს.

“აღარ არის პოლარიზების დრო.ყველაზე მეტად ძალიან მაოცებს და მთრგუნავს საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინდიფერენტულობა. გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას ვუყურებთ.

ყველა ზის და უყურებს, მერე შეიძლება მოეწყოს უზარმაზარი მსვლელობა, მერე გლოვა ყველას ძალიან გვიყვარს, ყველა ჩაიცვამს შავებს. ისინი იქედან დაგვადანაშაულებენ, ჩვენ აქედან, იქნება სრული ისტერია.

მერე ყველა ერთად ვიქნებით ერთ დიდ ნიჰილიზმში და ხო, რუსეთი გაიმარჯვებს.

ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უნდა გადარჩეს. სირცხვილია იყო იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც ერთი პრეზიდენტი მოკლა და ახლა მეორესაც სიკვდილისკენ მიაქანებს.

ეს უნდა გაიაზროს ყველამ, მათ შორის ,,ქართული ოცნების” ამომრჩეველმაც.

“არ ჩამწიხლოთ ახლა და ქვები არ დამიშინოთ… ჩვენ ვართ უმადური საზოგადოება, ჩვენ ვართ უმადური საზოგადოება, იმიტომ, რომ ვერც მაშინ მოვინანიეთ, ვერც ახლა“,- განაცხადა მაია ასათიანმა.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!