შაბათი, ივლისი 27, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები”დიდებული ქართველი მუსიკოსი გარდაიცვალა…” – ამწუთებში უმძიმესი ინფორმაცია გავრცელდა. ნახეთ ვინ დაიღუპა

”დიდებული ქართველი მუსიკოსი გარდაიცვალა…” – ამწუთებში უმძიმესი ინფორმაცია გავრცელდა. ნახეთ ვინ დაიღუპა

aviabiletebiaviabiletebi

ახლახანს ცნობილი ქართველი ლოტბარი ბატონი ზაქრო ბერაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“გარდაბნის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ანსამბლ ,,ბეთანიის”ლოტბარის ბატონ ზაქრო ბერაძის გარდაცვალების გამო.

ზაქრო ბერაძე დიდებული ლოტბარი, დაუღალავი მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი, ერთ-ერთი ძლიერი ბურჯი ქართული ფოლკლორის ქართულ ხალხური სიმღერის ასე ახასიათებენ ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში ბატონ ზაქროს.
ბავშვობიდან ეზიარა მუსიკალურ ცხოვრებას ,, სიმღერაა მთელი ჩემი ცხოვრება” ასე იწყებდა თავის ბიოგრაფიის წერას.
17 წლის ასაკში მღეროდა ხარაგაულის ანსამბლში , შემდეგ 8 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში.

ანზორ კავსაძემ მალევე ჩამოაყალიბა ანსამბლი ,, ხალიბი” რომელმაც პოლონეთის საერთაშორისო ფესტივალზე პირველი ადგილი დაიკავა ბატონ ზაქროს ხელმძღვანელობით.
განუზომელია მისი დამსახურება იმერულ მუსიკალურ ფოლკლორული ტრადიციების შენახვა, აღორძინების საქმეში. მისი ხელმძღვანელობით ხარაგაულისა და ზესტაფონის ანსბლებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს.
ვიდრე ძალა და უნარი შემწევს, ვერავინ გამაჩერებს, ვიცი რომ საჭირო საქმეს ვაკეთებ და შთამომავლობაც ასე გააგრძელებს ამბობდა ბატონი ზაქრო.
ღირსეულად განვლო თავის ცხოვრების გზა, უამრავი ადამიანი აამღერა და დაამოძღვრა ქართული ხალხური სიმღერის მადლით”

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!