შაბათი, ნოემბერი 23, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება„დედამ საავადმყოფოებში რომ ვერ მიპოვა, მორგებში მეძებდა” - რას ყვება მაკა ჩიჩუა

„დედამ საავადმყოფოებში რომ ვერ მიპოვა, მორგებში მეძებდა” – რას ყვება მაკა ჩიჩუა

amindi

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილი მეუღლე მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც 9 აპრილის ღამეს იხსენებს.

„1989 წლის 9 აპრილს ისე მოხდა რომ ღამე აქციიდან სახლში ვერ დავბრუნდი… სოლოლაკში ერთმა ოჯახმა შემიფარა როცა რუსულმა ჯარმა ნიჩბებით და შეიარაღებული, დაგეშილი ჯარისკაცებით განახორციელა თავდასხმა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მომიტინგეების წინააღმდეგ…

მე კი ალყაში აღმოვჩნდი ლენინის მოედნის მეტროს თავზე…

თუმცა უცნაურად გადავრჩი და რადგან ყველა გზა გადაკეტილი ქონდა ჯარს და გარეთაც ვერ გავჩერდებოდი, იტალიური ეზოს ჭიშკრის კარი გამიღეს და აღმოვჩნდი ერთ პატარა ოთახში, სადაც კედლის ნაცვლად ფარდით გადატიხრულ ზონაში პატარებს ეძინათ…

ფარდის აქეთ კი მაგიდასთან შეშინებულმა დიასახლისმა ჩაი დამისხა…

ჩაი დავლიე და მაინც წასვლას შევეცადე…ჭიშკრის მიღმა რამდენიმე ჯარისკაცმა ისეთი სახით მითხრა უარი გარეთ გასვლაზე, რომ ცივად შევბრუნდი უკან და გათენებას დაველოდე…

იმ კეთილ ოჯახში სახლის ტელეფონიც არ იყო რომ ხმა მიმეწვდინა დედასთვის, რომელიც როგორც მერე გავიგე საავადმყოფოებში რომ ვერ მიპოვა, მორგებში მეძებდა ლოგიკურად…

დილას დიდი მადლობა გადავუხადე და გარეთ გავედი… საოცარი სიჩუმე და ავისმომასწავებელი სიყრუე ვიგრძენი…

რუსთაველის გამზირზე არ ჩამიშვეს, რადგან როგორც მერე შევიტყვე თურმე სისხლისგან ასუფთავებდნენ გამზირის ასფალტს და ზედა ქუჩებით გადავედი რუსთაველის მეტროსთან.. იქ ჯგუფ-ჯგუფად დაყოფილი ხალხი შევნიშნე.. ყველა ტიროდა..

ეს მოკლედ მოყოლილი ერთი ღამის ამბავია…”, – წერს მაკა ჩიჩუა.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!