ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
ფრენები
მთავარიმსოფლიოიტალიაში დაიჭირეს ქართველი ქალი, რომელიც 88 წლის მოხუცზე სასტიკად ძალადობდა - ვრცელდება...

იტალიაში დაიჭირეს ქართველი ქალი, რომელიც 88 წლის მოხუცზე სასტიკად ძალადობდა – ვრცელდება ვიდეო

kompensacia frenebzekompensacia frenebze

“რუს­თა­ვი 2” – ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იტა­ლი­ა­ში ასა­მარ­თლე­ბენ 36 წლის ქარ­თველ ქალს, რო­მელ­საც ბრა­ლად მო­ხუც­ზე ძა­ლა­დო­ბა და უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პი­რის გან­საც­დელ­ში მი­ტო­ვე­ბა ედე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გოია ტა­უ­როს და­სახ­ლე­ბა­ში მომ­ვლე­ლად მუ­შა­ობ­და. ის 88 წლის, ლო­გი­ნად მყოფ ქალს უვ­ლი­და.

ქა­ლის ახ­ლობ­ლებ­მა შე­ნიშ­ნეს, რომ მო­ხუ­ცის მდგო­მა­რე­ო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად უა­რეს­დე­ბო­და და მომ­ვლე­ლის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ში ეჭვი შე­ე­პა­რათ. ოჯახ­მა საქ­მე­ში ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცია ჩარ­თო. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სახ­ლში ფა­რუ­ლი სათ­ვალ­თვა­ლო მო­წყო­ბი­ლო­ბა და­ა­მონ­ტა­ჟეს, რის შე­დე­გა­დაც გა­ირ­კვა, რომ ქარ­თვე­ლი მომ­ვლე­ლი მო­ხუც­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და, ღა­მის სა­ა­თებ­ში მას მარ­ტო ტო­ვებ­და და შინ მხო­ლოდ გამ­თე­ნი­ი­სას ბრუნ­დე­ბო­და.

კა­რა­ბი­ნე­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე სხვა მი­სა­მარ­თზე და­ა­კა­ვეს, სა­დაც ის ასე­ვე ოჯა­ხის დამ­ხმა­რედ მუ­შა­ობ­და.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!