კვირა, ნოემბერი 24, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვაარ გადახვიდეთ Google Bard-ის ლინკებზე!-შესაძლოა FACEBOOK გვერდი მოგპარონ - აუცილებლად წაიკითხეთ ეს...

არ გადახვიდეთ Google Bard-ის ლინკებზე!-შესაძლოა FACEBOOK გვერდი მოგპარონ – აუცილებლად წაიკითხეთ ეს ინფორმაცია

amindi

21 მარტს Google-მა თავისი ჩატბოტი Bard ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადა. მისი გამოყენება ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოშია შესაძლებელი, ახალ ჩატბოტზე კი ჩვენს ქვეყანაში ხელი არ მიგვიწვდება.

ამ ყველაფრის ფონზე ინტერნეტში უჩვეულო ქცევა მოხშირდა: სხვადასხვა Facebook გვერდი სახელს იცვლის და Google Bard ხდება.

მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნულ ანგარიშებს გვერდით ვერიფიკაციის ნიშანი აქვს, მათი დათვალიერების შემდეგ კი შეიძლება უცებ ისიც აღმოაჩინოთ, რომ Bard-ის, Google-ის ახალი ჩატბოტის, გვერდი უკვე წლებია არსებობს.

ამ ყველაფერმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ — Google Bard-ის თითქმის ყველა ასეთი ანგარიში ყალბია. იდება და ზოგჯერ მასობრივადაც ვრცელდება გარეკლამებული პოსტები, რომლებსაც სპეციალური ბმულები ახლავს სხვადასხვა სერვისის გადმოსაწერად.

თუკი ბმულს მაინც გავხსნით,ჩვენს Facebook ანგარიშებს იპარავენ და ყველა გვერდს გვართმევენ, რომელსაც კი ვმართავთ. შედეგად კიდევ უფრო ბევრი ფეისბუკგვერდი იქცევა Google Bard ანგარიშად.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!