ახლახანს საზარელი შემთხვევა მოხდა წყალტუბოში, ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა. არსებული ინფორმაციით, ქალი წყალტუბოში, სოფელ ბანოჯაში, დასთან სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ქმარმა მიაკითხა და დანით მრავალი ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი იმავე იარაღით თავი მოიკლა.
37 წლის ქალი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გახდა ცოლის დაჭრის და თავის მოკლვის მიზეზი. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი კი უკვე მშობლიურ სოფელში, ხობშია გადასვენებული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
არსებული ინფორმაციით, 48 წლის კაცს ყოფილ ცოლთან შერიგება სურდა, უარის შემდეგ კი მათ შორის სიტყვიერი კამათი სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.
„დაუნახავთ, კაცი ყოფილ ცოლს ეჩხუბებოდა და შერიგებას სთხოვდა, მერე უცებ დანა ამოუღია და 12-ჯერ დაურტყია, ამის შემდეგ ეგონა, რომ ცოლი მოკლა და თვითონაც თავი მოიკლა. ეს ქალი ქმართან ნაჩხუბარი იყო და ბანოჯაში დასთან იყო“, - ამბობს მეზობელი.
უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. 37 წლის პაციენტი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
დაზარალებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი კი უკვე მშობლიურ სოფელში, ხობშია გადასვენებული.