სასტუმრო ,,ამბასადორი" შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
,,დღეს, 31 მარტს, დაახლოებით 18:10-ზე სასტუმრო ამბასადორი თბილისის ერთ-ერთ ფლიგელში გაჩნდა ხანძარი.
სასტუმროს ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ მოახდინა პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია.
ინციდენტიდან რამდენიმე წუთში, ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენაზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება.მეხანძრე-მაშველების ძალისხმევით ხანძარი ლოკალიზებულია", - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.
უწყების ცნობით, შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.