ქობულეთში, მანქანას ხე დაეცა, ტრანსპორტში მყოფი ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.
გამოცემა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ადგილზე მისულ ჯგუფს მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.



 
                                    




 
                 
     
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
   
         
   
         
   
         
   
         
   
         
   
         
   
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
        