რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულის ფანჯრიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
როგორც გამოცემასთან თვითმხილველები საუბრობენ, მცირეწლოვანი კლინიკაში გადაყვანისას კონტაქტური იყო.
მცირეწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, პაციენტს აღენიშნებოდა მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა ცდომით, გულ-მკერდის დახურული ტრავმა. მისი ინფორმაციით, მცირეწლოვანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.