სოციალური ქსელის მომხმარებელი, თამუნა ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის წარსულში თავს გადამხდარ ერთ ამბავს იხსენებს, რომელიც ცოტახნის წინ დიღომში მომხდარმა 12 წლის მოზარდის ტრაგედიამ გაახსენა.
„რამდენიმე წლის წინ ჩემს სახლთან, დიდ დიღომში, საღამოს ცხრა საათზე ავადმყოფი ამეკიდა. გულისმარევი კაცი ზოლიანი მაისურით.
სახლში რომ შევედი, პოლიციაში დარეკვამდე პანიკით პირველი რაც გავაკეთე, დიდი დიღმის ჯგუფში დავპოსტე, მეთქი ჯერ საღამოა, ბავშვები არიან და შეაშინებენ გოგონებს, ესე და ესე აცვია და ფრთხილად იყავით მეთქი.
იცით რა მოხდა?
დამცინეს.
პლიაჟზე გადაღებული ფოტო მედო პროფილზე და “ოჰ შემოგყვებოდა აბა რას იზავდა”, “მანიაკი სერიული თუ ისე?”
“გაიგეთ? მანიაკების უნიფორმა ზოლიანი მაიკა ყოფილა”…
აი ამ უბანში ბავშვი მოკლეს გუშინ.
12 წლის… “ , – წერს ის.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ 12 წლის გოგონა, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. შემდეგ კი ის გარდაცვლილი იპოვეს. ბოლოს ის პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გამთენიისას კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.