მომღერალმა და ტელეჟურნალისტმა თიკო სადუნიშვილთან იმ მძიმე პერიოდის შესახებ ისაუბრა, რომელიც მას დაემართა. ის უკვე 6 წელია არსად ჩანს. მან ლელა წურწუმიას გადაცემაში ყველაფერი დეტალურად მოყვა თუ რა პრობლემები ჰქონდა ამ 6 წლის განმავლობაში. აღიარა, რომ ნარკოდამოკიდებული იყო და ამ მავნე ჩვევას ებრძოდა.
“მქონდა დამოკიდებულება სააფთიაქო აბებთან, ე.წ. ანტიდეპრესანტებთან. დამოკიდებული ვიყავი ასევე ნარკოტიკებზე, ნივთიერებებზე ვიყავი დამოკიდებული. მინდა დავაკონკრეტო, რომ მე მოვიხმარდი კლუბურ ნარკოტიკებს.
სამწუხაროდ, დღეს სამყაროში განვითარების მიუხედავად, არ არსებობს ისეთი დახვეწილი ნივთიერებები, რომ გვერდითი მოვლენები არ ჰქონდეს. რაც არ უნდა სასიამოვნო იყოს მაგ ნივთიერების მიღება, მაინც, გვინდა არ გვინდა, გვერდითი ეფექტები აქვს. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ნივთიერებების ბრალია ის დაზიანება, რომელიც მივიღე, თუმცა დიდი წვლილი ნივთიერებებსაც მიუძღვის.”