გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა The Times სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სიკვდილთან ახლოსაა".
გამოცემა წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას ორი ვადით ხელმძღვანელობდა, ციხეში სავარაუდო მოწამვლის შემდეგ წონის მკვეთრ ვარდნას განიცდის.
The Times წერს იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე და აღნიშნულია, რომ ის ქვეყანაში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, "ოპოზიციის გაძლიერების მცდელობის მიზნით" ჩამოვიდა.
"ვიყავი 120 კილოგრამი დაპატიმრებამდე, ახლა კი 64 ვარ. თუ მე ჩამოვცდები 60-კილოგრამს, ექიმები პროგნოზირებენ მრავლობითი ორგანოს უკმარისობას" - ციტირებს გამოცემა ყოფილი პრეზიდენტის ინტერვიუს Sky News-თან.