სამართალდამცავებმა სოფელ შაქრიანში 75 წლის ქალბატონის გაუპატიურებისა და მკვლელობის ფაქტის ირგვლივ 15, სხვადასხვა ასაკის მამაკაცი დაკითხეს.
როგორც „კვირას“ ყვარლის რაიონის მუნიციპალიტეტში სოფელ შაქრიანის წარმომადგენელმა ზურაბ ლუარსაბიშვილმა განუცხადა, პოლიციის განყოფილებაში სოფელ შაქრიანში მცხოვრები რამდენიმე პირი დაკითხვაზე დაიბარეს.
მისივე თქმით, მათ დაკითხვის შემდეგ ანალიზები აუღეს.
ცნობისათვის, შოფელ შაქრიანში 75 წლის მოხუცი საკუთარ სახლის მარანში, ქვევრში დამარხული იპოვეს.
ადგილობრივი მოსახლეობა მომხდარის შესახებ შოკირებულია და საუბარი უჭირთ.
გარდაცვლილის მეზობლების ინფორმაციით, მოხუცი ქალბატონი მარტო ცხოვრობდა. იგი დიაბეტით იყო დაავადებული და მისთვის სასწრაფო – სამედიცინო ბრიგადას ხშირად იძახებდნენ.
„ავადმყოფი ქალი იყო ძლივს დადიოდა. ვის რაში დასჭირდა მისი სიკვდილი არ ვიცი. მარტო ცხოვრობდა და ვერცერთი სოფლის მაცხოვრებელი ვერ იტყვის მაგ ქალზე ცუდს“,- აცხადებენ მეზობლები.
სოფელ შაქრიანის რწმუნებული ზურაბ ლუარსაბიშვილი „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ გარდაცვლილს სექსუალური ძალადობის კვალი ემჩნეოდა, გარდა ამისა, მოხუც ქალბატონს თავის არეში ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
მოხუცი სოფელ შაქრიანში მარტო ცხოვრობდა. შემთხვევის დროს იგი სახლში მარტო იმყოფებოდა. 75 წლის ქალბატონის ვაჟი კი, წლების წინ თბილისში დასახლდა.
„ მოხუცი მარანში, ცარიელ ქვევრში ჩაგდებული იპოვეს. ქვევრს თავსახური ეხურა და ზემოდან მიწა ჰქონდა მიყრილი.
გარდაცვლილს თავი ჰქონდა გახეთქილი. როგორც გავიგე სახლიდან წაღებული არაფერია“ – აცხადებს ზურაბ ლუარსაბიშვილი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 108 მუხლით დაიწყო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
სოფელ შაქრიანში მომხდარი დანაშაული, წელს, პირველად არ დაფიქსირებულა. ანალოგიური შემთხვევა საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც მოხდა. „კვირა“ დაინტერსედა თუ რატომ უჩნდებათ ახალგაზრდა მამაკაცებს მოხუცებისადმი სექსუალური ლტოლვა. სწორედ ამ კითხვით მიმართა „კვირამ“ ექიმ სექსოპათოლოგს არჩილ ბაქრაძეს.
„მუხუცებისადმი სექსუალური ლტოლვა, სექსუალური ქცევის გადახრაა“ – ასე ახსნა პროფესორმა გახშირებული შემთხვევები
მისივე თქმით, ეს არის ქცევის გადახრა, მით უფრო როდესაც სექსუალური ძალადობა ობიექტის მიმართ ხორციელდება ნების საწინააღმდეგოდ.
არჩილ ბაქრაძე „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ პირს რომელიც მოხუცისადმი სექსუალური ლტოლვა აქვს, ის სექსუალურად გაუნათლებელია.
შემთხვევა 2016 წელს მოხდა. წყარო: კვირა
პ.ს ფოტო პირობითია