საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს 18-დან 35
წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს.
უწყების ინფორმაციით, იმ პირებს, რომლებსაც გააჩნიათ ლოჯისტიკის, კავშირგაბმულობის,
სამედიცინო, საინჟინრო და ქიმიური, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სპეციალობის
შესაბამისი განათლება ან/და გამოცდილება, 45 წლის ჩათვლით.
თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით.ერთჯერადი დანამატები შეადგენს:
პირველი 4-წლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ 8 000 ლარს (ხელზე ასაღები), ხოლო
მომდევნო კონტრაქტების დასრულების შემდეგ (ხელზე ასაღები): 2-წლიანი კონტრაქტისას - 6
000 ლარს, მეორე 4-წლიანი კონტრაქტისას - 16 000 ლარს; უმცროს ოფიცერთათვის - პირველი
5-წლიანი კონტრაქტისას - 10 000 ლარს; მეორე 5-წლიანი კონტრაქტისას - 20 000
ლარს.საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე შეღავათებითა და პრივილეგიებით ისარგებლებს
როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნეს სექტორში.თავდაცვის სამინისტრო თქვენი და თქვენი
ოჯახის წევრებისთვის (მეუღლე, შვილი) გთვაზობთ სწავლის თანადაფინანსებას საქართველო
ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში. ასევე, აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლისას, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის
სტიპენდიას სემესტრულად 750 ლარის ოდენობით (გადასახადებისა და საპენსიო შენატანის
გარეშე).სამხედრო მოსამსახურეს, როგორც სერჟანტთა, ასევე ოფიცერთა შემადგენლობაში
პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა მიეცემა.უწყება მათ სთავაზობს
უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, თურქული და რუსული) შესწავლას,
საკარიერო კურსებში მონაწილეობას საზღვარგარეთ (ევროპაში, კანადასა და ამერიკის
შეერთებულ შტატებში).საკონტრაქტო სამსახურის დაწყების შემდეგ, თქვენ შესაძლებლობა
გექნებათ, დაეუფლოთ დამატებით პროფესიას (ელექტრიკოსი, ელექტრორკალური
შემდუღებელი, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი, ძრავის
სპეციალისტი, ავტომობილის შემკეთებელი (ელექტროტექნიკოსი), დაბალი ძაბვის
ელექტრიკოსი), როგორც თავდაცვის ძალებში არსებულ სასწავლებლებში, ასევე თავდაცვის
სამინისტროს დაფინანსებით სამოქალაქო კოლეჯებსა და პროფესიული მომზადების
ცენტრებში.რეგისტრაცია წარმოებს ონლაინ - mod.gov.ge/onlinebct.mod.gov.geასევე იუსტიციის
სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.032 2 79 02 00; 032 2 75 26 44; 595 05 06 73; 595 06 03
44