სამშაბათი, მარტი 26, 2024
ფრენები
მთავარისხვადასხვა“ჯერ აწამა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა – გარდაცვლილი გოგონას მეგობარმა, გაამხილა რა...

“ჯერ აწამა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა – გარდაცვლილი გოგონას მეგობარმა, გაამხილა რა მოხდა სინამდვილეში

kompensacia frenebzekompensacia frenebze

თურ­ქეთ­ში მომ­ხდარ ორ­მაგ მკვლე­ლო­ბა­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ არ­ჰა­ვის რა­ი­ონ­ში 23 წლის რიტა ეგ­ნა­ტაშ­ვი­ლი მე­უღ­ლემ, შაქ­რო აბეს­ლა­მი­ძემ მოკ­ლა, შემ­დეგ კი თავი მო­იკ­ლა. ასე­ვე მოკ­ლუ­ლია ბრალ­დე­ბუ­ლის მე­გო­ბა­რი ხვი­ჩა ოსა­ნა­ძეც.

თავ­და­პირ­ვე­ლად თურ­ქულ­მა მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მკვლე­ლო­ბა ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და, რა­საც მოკ­ლუ­ლი ქა­ლის ოჯა­ხი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

 

რო­გორც Ambebi.ge-ს რიტა ეგ­ნა­ტაშ­ვი­ლის ახ­ლო­ბე­ლი უყ­ვე­ბა, გო­გო­ნა შინ მარ­ტო იყო, რო­დე­საც ქმა­რი მი­ვი­და, ჯერ სცე­მა და შემ­დეგ წა­მე­ბით მოკ­ლა. მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ მა­მა­კაც­მა მკვლე­ლო­ბა წი­ნას­წარ და­გეგ­მა და სწო­რედ ამ მიზ­ნით წა­იყ­ვა­ნა რიტა ეგ­ნა­ტაშ­ვი­ლი თურ­ქეთ­ში.

“თურ­ქეთ­ში ჩა­იყ­ვა­ნა, რომ მო­ეკ­ლა, ის იყო მა­ნი­ა­კი, ნარ­კო­მა­ნი… თურ­ქულ­მა მე­დი­ამ ყვე­ლა­ფე­რი არას­წო­რად გა­ავ­რცე­ლა. სი­ნამ­დვი­ლე­ში ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად მოხ­და. ეს ადა­მი­ა­ნი (მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი) თურ­ქეთ­ში ჯერ თვი­თონ წა­ვი­და და 10 დღის შემ­დეგ წა­იყ­ვა­ნა რიტა. იმ არა­კაც­მა სა­ხე­ლი და გვა­რი შე­იც­ვა­ლა თურ­ქეთ­ში გა­დას­ვლი­სას. და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და რი­ტას მკვლე­ლო­ბა, უნ­დო­და ჩა­ეყ­ვა­ნა და მო­ეკლა. მა­ნამ­დეც სულ ძა­ლა­დობ­და ცოლ­ზე. რი­ტას მშობ­ლე­ბის ოჯახ­ში იყ­ვნენ, როცა მაკ­რა­ტე­ლი ჩა­არ­ტყა. მა­შინ გა­აგ­დეს, მაგ­რამ შემ­დეგ ისევ შე­რიგ­დნენ. ბა­თუმ­შიც თურ­მე ხში­რად სცემ­და. მკვლე­ლის ბი­ცო­ლა იყო ჩა­მო­სუ­ლი და და­ა­ტი­რა რი­ტას, რამ­დენ­ჯერ დაგ­მა­ლე და გა­და­გარ­ჩი­ნეო. ვუ­საყ­ვე­დუ­რეთ, რომ არა­ფე­რი გაგ­ვა­გე­ბი­ნეს.

თურ­ქულ­მა მე­დი­ამ არას­წო­რი და ძა­ლი­ან ცუდი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა. რიტა შინ მარ­ტო იყო, როცა იმ მკვლელ­მა სცე­მა, აწა­მა, ხე­ლე­ბი და­უ­სე­რა და შემ­დეგ ყელი გა­მოჭ­რა. ხვი­ჩა რო­მე­ლიც მკვლე­ლის მე­გო­ბა­რი იყო, იმა­ვე სა­დარ­ბა­ზო­ში ცხოვ­რობ­და და ხმა­ურ­ზე შე­სუ­ლა რი­ტას­თან, რომ და­უ­ნა­ხია, მკვლელს მის­თვი­საც უს­ვრია. ის ოჯა­ხიც გა­ამ­წა­რა. ხვი­ჩას 4 შვი­ლი დარ­ჩა”, – ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

წყარო: AMBEBI.GE

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!