მორიგი ტრაგედია – გარდაიცვალა ბათუმელი დიზაინერი რუსუდან მახარაძე. “შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
ეს იყო უნიჭიერესი დიზაინერი დიდბუნებოვანი ქალბატონი, უღალატო მეგობარი, ჭეშმარიტი, მორწმუნე, მოყვასი, ბუნებით ერთგული, გონიერი და უაღრესად კეთილშობილი. ის მხოლოდ იბრძოდა და უანგაროდ, უხმაუროდ ემსახურებოდა თავის საყვარელ პროფესიას. მისი ნათელი ცხოვრება იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი საქმე, დროს ეჯიბრებოდა, ჩქარობდა, უნდოდა, სიცოცხლეში ბევრი რამ მოესწრო…
შენი სიკვდილი მეხის გავარდნას ჰგავს რუსო
ჩვენო თბილო ტკბილო და სიცოცხლით სავსევ ჩვენს გვერდით აღარა ხარ, თან წაიღე ჩვენი გული, სიხარული, ღიმილი, რომელიც შენ, ჩვენ ასე გვშვენოდა და დაგვიტოვე მოუნელებელი ტკივილი, რომელიც არასოდეს ამოვა ჩვენი გულებიდან, ნათელში იყოს შენი ლამაზი სული ჩვენო ძვირფასო ადამიანო!
რამდენიმე დღის წინ წერდი დედის დღეს რომ დედა გენატრებოდა ((((დეეეე!!!ძალიან მიყვარხარ და მენატრები უსაშველოდ, მიჭირს უშენობააა!!!გაუსაძლისიაო))))
დაიძინე და ვეღარ გაგაღვიძეს რამხელა სიმწარე დაუტოვე ოჯახს….