ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე მძიმე დაავადებას ებრძვის, რომელიც ქვედა კიდურების დეფორმაციას იწვევს. თამომ ფეხის ფოტო გამოაქვეყნა და რომელიც რთული სანახავია.
თამო ტელეკომპანია POSTV-ს ეთერში გადაცემას „სიკეთე მარტივია“ სტუმრობდა, რა დროსაც ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. მოგვიანებით კი, როდესაც ოპერაცია დაგეგმა, საზოგადოებას ქვედა კიდურის ამსახველი ფოტო გაუზიარა.
„ვერ გაიგეს რა მჭირს, ზოგმა მითხრა ქუსლი გეშლებაო“, – ამბობდა მოდელი გადაცემის დროს და აღნიშნა, რომ დეფორმაციასთან ერთად ტკივილებიც აწუხებს.