დაბა ჩაქვში საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. დაღუპული ქედელი ახალგაზრდა დათო კაკაბაძეა. როგორც ამბობენ გარდაცვლილი დაახლოებით 18-20 წლამდე იყო.
“წვიმიანი ამინდი იყო, დავინახეთ, რომ მსუბუქი ავტომობილი სწრაფად მოძრაობდა, უცებ მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა ჯებირს შეეჯახა. სასწრაფოდ მოქალაქეები მივუახლოვდით მანქანას. ერთ-ერთ ბიჭს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, პულსი არ ესინჯებოდა. ეგრევე მივხვდით რომ გარდაცვლილი იყო. მეორე თანხმლები ბიჭი უგონო მდგომარეობაში იყო. დავურეკეთ სასწრაფო დახმარებას და გადაიყვანეს კლინიკაში, ორივე ახალგაზრდები იყვნენ, 20 წლამდე იქნებოდნენ” – განაცხადა თვითმხილველმა.