ჟურნალისტი გიორგი გასვიანი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს.
-“მთვრალმა პოლიციელებმა ბორჯომში მცემეს და იარაღი თავზე მომადეს, მაგინეს და მემუქრებოდნენ, ჟურნალისტი რომ აღმოვჩნდი, არსად გააცხადოო… ესეც შარვალი, ტალახიანი იმიტომ არის რომ წამაქციეს ცემის დროს.
მანქანა მომისრიალდა და იარაღის მიბჯენით გადმომათრიეს და გამლახეს. თავში მირტყეს. ახსნაც კი არ მაცალეს. რომ გაიგეს ჟურნალისტი ვიყავი მუქარა დამოწყეს არ გაასაჯაროვო ეგ ფაქტიო და სასტუმროში მიმიყვანეს ამ პირობით. მთვრალები იყვნენ. როგორც მერე გავარკვიე ერთი იყო პოლიციელი დანარჩენი ორი მისი ძმაკაცები“-წერს გასვიანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გიორგი გასვიანი ბორჯომში სემინარზე იმყოფებოდა.
2016 წელი.